Wednesday, June 28, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი გრძელდება, დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დახვეწაზე, ასევე ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკების ადაპტირებაზე, გადავათვალიერეთ პროექტის პორტფოლიო რათა წესრიგში მოგვეყვანა, გავიხსენეთ დრაივიდან ბლოგზე პოსტის გადატანა და ვიმუშავეთ ნებისმიერი  დონის მოსწავლისთვის ფასილიტაციის ნიმუშებზე, მივიღეთ ტრენერისგან კონკრეტული უკუკავშირი  და ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება.😍

Tuesday, June 27, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე როგორც ყოველთვის საინტერესო იყო განვიხილეთ საშინაო დავალება, მივიღეთ გარკვეული მითითებები, განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ   და შემდეგ შევავსეთ  პროექტის გეგმის შაბლონის შესაბამისი პუნქტი, განვიხილეთ სასწავლო პროცედურები და როგორ შევინახოთ პრეზენტაციის სლაიდები გრაფიკულ გამოსახულებად(სურათებად)   შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება💝😏

Friday, June 23, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ. მივიღეთ საჭირო მითითებები მოსწავლს ნაშრომთან დაკავშირებით,შევისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება,ასევე სურათებისა და ვიდეოების ბლოგზე ატვირთვა და მივიღეთ საშინაო დავალება.

საავტორო უფლებების ქაოსი

Sunday, June 18, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დღე საინტერესოდ დაიწყო, განვიხილეთ ერთმანეთის საშინაო დავალება;ზოგადი, თემატური  და შინაარსობრივი კითხვების შესახებ, განვიხილეთ შეფასების  დროის  ჩარჩო, გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და მათ ინსტრუმენტებს, შემდეგ შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ავტვირთეთ, ვისწავლეთ ატვირთული დოკუმენტის რედაქტირება და რათქმაუნდა, მივიღეთ საშინაო დავალება.