Friday, July 7, 2017
Wednesday, June 28, 2017
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგი გრძელდება, დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დახვეწაზე, ასევე ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკების ადაპტირებაზე, გადავათვალიერეთ პროექტის პორტფოლიო რათა წესრიგში მოგვეყვანა, გავიხსენეთ დრაივიდან ბლოგზე პოსტის გადატანა და ვიმუშავეთ ნებისმიერი დონის მოსწავლისთვის ფასილიტაციის ნიმუშებზე, მივიღეთ ტრენერისგან კონკრეტული უკუკავშირი და ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება.😍
Tuesday, June 27, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე როგორც ყოველთვის საინტერესო იყო განვიხილეთ საშინაო დავალება, მივიღეთ გარკვეული მითითებები, განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ და შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონის შესაბამისი პუნქტი, განვიხილეთ სასწავლო პროცედურები და როგორ შევინახოთ პრეზენტაციის სლაიდები გრაფიკულ გამოსახულებად(სურათებად) შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება💝😏
Monday, June 26, 2017
Friday, June 23, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ. მივიღეთ საჭირო მითითებები მოსწავლს ნაშრომთან დაკავშირებით,შევისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება,ასევე სურათებისა და ვიდეოების ბლოგზე ატვირთვა და მივიღეთ საშინაო დავალება.
Sunday, June 18, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
დღე საინტერესოდ დაიწყო, განვიხილეთ ერთმანეთის საშინაო დავალება;ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ, განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და მათ ინსტრუმენტებს, შემდეგ შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ავტვირთეთ, ვისწავლეთ ატვირთული დოკუმენტის რედაქტირება და რათქმაუნდა, მივიღეთ საშინაო დავალება.
Saturday, June 17, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგი გრძელდება, სამუშაო რთულდება, გადავხედეთ საშინაო დავალებას პროექტის შაბლონთან დაკავშირებით, მივიღეთ უკუკავშირი, ვისწავლეთ გვერდების დამატება ჩვენს ბლოგებზე და საკუთარი ბლოგის საიტად გადაქცევა. განვიხილეთ, თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ასევე, ვისწავლეთ ვიდეოებისა და სურათების ატვირთვა, გავეცანით თუ როგორ ავარიდოთ თავი საავტორო უფლებების დარღვევას რათქმაუნდა , მივიღეთ საშინაო დავალება.
Tuesday, June 13, 2017
მათემატიკური გამოთვლების გამოყენება რეალურ ყოფა-ცხოვრებაში
ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება მათემატიკა, ზუსტი მათემატიკური გამოთვლები ადამიანს ეხმარება სწორად განკარგოს თავისი შემოსავალი ან ფულადი სახსრები, ადამიანი მუდმივად ცდილობს საცხოვრებელი ადგილის გალამაზებასკომფორტულად მოწყობაში, სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობა ხშირად ვერ ახერხებს ზუსტ გამოთვლებს,რომლებსაც მოსდევს ზედმეტი ხარჯები.
პროექტიდან გამომდინარე მოსწავლე შეძლებს უფრო ღრმად გაიაზროს ფართობის გამოთვლა ,იმსჯელოს და გააანალიზოს ფართობის ცნების გამოყენებაზე რეალურ ცხოვრებაში.
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგზე განვიხილეთ საშინაო დავალება,ჩვენი პროექტი დავაკავშირეთ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და 21-საუკუნის უნარ ჩვევებთან, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები, გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვებს; ზოგადს,თემატურს, შინაარსობრივს. შეკითხვებზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი ტრენერისგან.
Monday, June 12, 2017
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
* პასუხიმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში.
*დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა.
*მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისთვის.
*ფართო საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება,პასუხისმგებლიანი მოქმედება.
*უწყვეტი განათლების მზაობის დემონსტრირება.
*დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა.
*მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისთვის.
*ფართო საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება,პასუხისმგებლიანი მოქმედება.
*უწყვეტი განათლების მზაობის დემონსტრირება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი:
1.როგორ გვეხმარება მათემატიკა რეალურ სამყაროში?
თემატური:
2.შეუძლია თუ არა მათემატიკურ გამოთვლებს,დაგვეხმაროს შემოსავლების სწორედ განკარგვაში?
შინაარსობრივი:
1.როგორ გამოითვლება მართკუთხედის , კვადრატის, ფართობი. მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობი?
2.ფართობის საზომი რა ერთეულები არსებობს?
1.როგორ გვეხმარება მათემატიკა რეალურ სამყაროში?
თემატური:
2.შეუძლია თუ არა მათემატიკურ გამოთვლებს,დაგვეხმაროს შემოსავლების სწორედ განკარგვაში?
შინაარსობრივი:
1.როგორ გამოითვლება მართკუთხედის , კვადრატის, ფართობი. მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობი?
2.ფართობის საზომი რა ერთეულები არსებობს?
Tuesday, June 6, 2017
მათ. VI.10. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის
გამოთვლა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ფარავს ბრტყელ ფიგურას კვადრატული ერთგვაროვანი ბადით და აფასებს მის
ფართობს ;
რეალურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა ობიექტის (მაგალითად საკლასო ოთახის
იატაკი) ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაფერის ერთეულებში (მათ შორის
წილადების გამოყენებით);
იყენებს ფართობის ადიციურობას ფართობის გამოთვლაზე პრაქტიკული ამოცანების
გადასაჭრელად
Saturday, June 3, 2017
მეორე დღის რეფლექსია
ინტელის ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა შევისწავლეთ ბლოგის შექმნა,პროექტით სწავლების აუცილებლობა, გავეცანით და მოვისმინეთ სხვა მასწავლებლების პროექტები და დავხვეწეთ პროექტის იდეები, შევისწავლეთ ვირტუალურ დისკზე მუშაობა და შევქმენით საქაღალდეები.
Subscribe to:
Posts (Atom)